შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 17 დეკემბერი 2018

დიდმოწამე ბარბარე მეოთხე საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.ბარბარეს წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ბავშვების განკურნებას, შვილის გაჩენას და ა.შ.ბარბარობას ტრადიციულად ლობიანებს აცხობენ.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია