შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 დეკემბერი 2018

„დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება თითოეული ქმედების სამართლებრივი ანალიზი, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა, განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა შს მინისტრმა.შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციის გამართვას აპირებდნენ, სამართალდამცავებმა არ გაუშვეს. პოლიციას გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან, მანქანებით გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი აქციის მონაწილეებს სხვა, ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ თელავში ჩასასვლელად, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ დათანხდენ. ინდიცენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა პოლიციელი, რომლებიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.კახეთიდან დაბრუნებულმა აქციის მონაწილეებმა კარვები პარლამენტის წინ გაშალეს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციები გაგრძელდება. ამის შესახებ მან კახეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.მისი თქმით, მათ აქვთ სამი გეგმა, საიდანაც თათბირის შემდეგ ერთ-ერთს ამოარჩევენ. მან განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია