შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

H1N1-ით ბორჯომის მკვიდრი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 იანვარი 2019
22 წლის ქალი, გართულებული ვირუსით, ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში ორ იანვარს შეიყვანეს, ამავე დღეს, მდგომარეობის დამძიმების გამო, კატასტროფის ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა.„41 გრადუსი ციხით იყო შემოსული, დიარეის ფონზე მდგომაროება დამძიმდა ამიტომ გამოვიძახეთ კატასტროფა“, – აცხადებენ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში.დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორია ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 წლის ქალს H1N1-თან ერთად საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა."ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. H1N1-ით ე.წ "ღორის გრიპით" ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით 11 ადამიანია გარდაცვლილი.[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია