საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 იანვარი 2019
ახალქლაქის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 25 იანვარს გამოაცხადებს. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ექვსი მოწმიდან ოთხი დაკითხეს, ასევე, გამოიკვლიეს ის ვიდეო–მტკიცებულებები, რომლებიც ახალქლაქის ბენზინგასამართი სადგურიდან ამოიღეს. „ორი მოწმე არ მოიყვანა მოსარჩელე მხარემ, დანარჩენებმა აბსოლიტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს. ჩემი მარწმუნებლების მხრიდან არანაირი გადაცდომა არ იკვეთება. იმედია, სასამართლო საქმის წარმოებას საერთოდ შეწყვეტს“, – ამბობს აგაბაბიანისა და რაისიანის ადვოკატი ეკა აბაშიძე.ახალქალაქის სასამართლომ 30 ოქტომბერს ღამით ახალქალაქში ბენზინგასამართ სადგურებთან მომხდარი ინცინდენტი განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე მივიდნენ და საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია