შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასამართლოში გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვა იწყება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 იანვარი 2019
37 წლის კაცის საქმეზე წინა სასმართლო სხდომა რვა იანვარს გაიმართა. პროცესზე მხარეებმა გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინეს. „ყველა მტკიცებულება სადავო გავხადეთ, ამიტომ სასამართლოში დაიკითხებიან ის 13–14 წლის გოგონები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ, ასევე, დაიკითხებიან ბრალდებულის თანამშრომლები და მეზობლებიც“, – ამბობს გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის ადვოკატი. სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს, ასევე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით 37 წლის კაცი კვლავ პატიმრობაში დატოვეს. მოწმეების დაკითხვას სასამართლო 15 იანვარს დაიწყებს. შსს–მ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 37 წლის კაცი 2018 წლის 10 ნომებერს დააკავა. მას, ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია