შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ოჯახის სამი წევრი გაზით მოიწამლა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 იანვარი 2019
შემთხვევა დღეს, ცხრა იანვარს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. მოწამლულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი ამბობს, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: "მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდათ, თავს კარგად გრძნობენ".მომხდარის შესახებ "ინტერგაზში" შეტყობინება არ შესულა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე აცხადებს, "ძლიერი ქარის გამო გაზის ნამწვი სახლში შებრუნდა და ოჯახის წევრების მოწამვლა ამან გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. არის გამაცხელებლები, რომლებსაც კონდინცირების სისტემა არ აქვთ, ისინი ჰაერს გარეთ იწოვენ მხოლოდ. ასეთი გამაცხელებლები გარეთ რომ ქარია, ნამწვი უკან შემოაქვთ. ყოველთვის ვაფრთხილებთ ხალხს, რომ ნუ იყიდიან ასეთებს, მაგრამ მაინც აყენებენ, რადგან იაფია".შინაგან საქმეთა სამინისტროში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სავადმყოფოდან შევიდა. ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება