საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ბაღებში სწავლა შეწყვიტეს – რა ხდება რეგიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 იანვარი 2019
სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი რვა იანვარს მხოლოდ ახალციხისა და ბორჯომის საბავშვო ბაღებში განახლდა. თუმცა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება 21 იანვარმდე გადადო, სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბორჯომის ბაღების გაერთიანებამაც. თუმცა, მუნიციპალიტეტის 10 ბაღში, 904 აღსაზრდელიდან ამ დრომდე მხოლოდ 37 დადიოდა. ძალიან ცოტა ბავშვი დადის ბაღებში ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. მაგალითად, დღეს, 10 იანვარს, მეორე ბაგა–ბაღში 150 აღსაზრდელიდან მხოლოდ ექვსი გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ახალციხის ბაღების გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი აცხადებს, რომ სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ არსებობს. „ყოველდღე ვწმენდთ სადეზინფექციო საშუალებებით სათამაშოებს, ინვენტარს, ჭურჭელს“, – ამბობს ახალციხის მეორე ბაგა–ბაღის დირექტორი ნათელა გელაძე.ასპინძაში, ახალქალაქში, ადიგენსა და ნინოწმინდაში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება, ამავე დღეს დაიწყება სწავლა ბორჯომის ბაღებშიც.მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებებში აცხადებენ, რომ ბაღებში ოთახები და ინვენტარი სათანადოდ მუშავდება. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება