შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 იანვარი 2019
სხვა სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ, რომ მარაგი ამოეწურათ და დღეს გვიან, ან ხვალ დილით შეივსებენ. ფარმაცევტების თქმით, მოთხოვნილება პირბადეებზე განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიზარდა. „15 თეთრი ღირს ერთი პირბადე, როგროც კი მივიღებთ ისევ ამ ფასში გაიყიდება“, – გვითხრეს „ფარმადეპოში“. დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია