საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გამოცდების გადადების საჭიროება არ არსებობს’ – სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 იანვარი 2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები რვა იანვარს დაიწყო და 25 იანვრამდე გაგრძელდება. „დღეს დავინტერესდი გამოცდებზე სტუდენტების დასწრების მაჩვენებლით, ჯერ–ჯერობით გამოცხადება არის ძალიან მაღალი. ამიტომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ გამოცდები გადავდოთ. თუ სტუდენტებში ავადობა დაფიქსირდება, ადმინისტრაცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის უნვიერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ. გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო–საგამოცდო პროცესი შეწყვიტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას უნივერსიტეტმა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია