შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21294 
 07 თებერვალი 2019

„ახალციხის ბაღებში ამ დრომდე, არცერთი ორგანიზაციული ცვლილება არ მომხდარა და ჯერ არც იგეგმება“, – გვითხრა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ“, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ვალეს საბავშო ბაღის თანამშრომელებს ხელი მოაწერინა გაფრთხილებაზე, რომლის მიხედვითაც გაერთიანებაში ორგანიზაციული ცვლილებები იგეგმებოდა, რაც შესაძლოა გამხდარიყო საბავშვო ბაგა–ბაღების თანამშრომელების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.„სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც დაავალეს. „სამხრეთის კარიბჭეს“ მასალაზე დაყრდნობით შსს–მ ძიება დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში განაცხადეს, ბაღის პედაგოგებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ დადასტურდა. [sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია