შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ომბუდსმენი: სკოლების დიდ ნაწილში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21336 
 11 თებერვალი 2019
"მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლების დიდ ნაწილში ნაკლებად ხელმისაწვდომია სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; წყალმოხმარების ობიექტები და საპირფარეშოები გაუმართავი ან მოუწესრიგებელია, რიგ შემთხვევებში, ანტისანიტარული მდგომარეობაა. წყალის არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს, ვინაიდან მათ ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უხდებათ. ასეთ პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ. შემოწმებულ სკოლებში ფიქსირდება არაიზოლირებული და სარემონტო საპირფარეშოები (მათ შორის, ხშირად ტუალეტებს არ აქვს კარი, არ მუშაობს ხელსაბანი ონკანი); არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა", – ვკითხულობთ ანგარიშში. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, „ჩატარებულმა კვლევამ ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში". კვლევისას საქართველოს მასშტაბით 108 სკოლა შემოწმდა. მათ უმრავლესობაში, დაბალია სკოლის თანამშრომელების და მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უსაფრთხოების თაობაზე, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ პირობებში, როდესაც შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. შემოწმებული სკოლების 77.4%–ს არ გააჩნია წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური შიდა რეგულაციები.როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნალებად აქვთ შესაძლებლობა, შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიებში თავიანთი ინიციატივით შეამოწმონ წყლის უვნებლობა. ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა.საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცულობა; თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავება რჩება.ანგარიში - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია