შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება დაჯარიმდება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21332 
 11 თებერვალი 2019
აღნიშნული ცვლილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 11 თებერვალს იხილება. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია და კობა ლურსმანაშვილი არიან.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციები თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეხება. ინიციატივის მიხედვით, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ათასი ლარით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით ზომები მიიღოს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება