შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21337 
 11 თებერვალი 2019
ზეზვა თოფურიანს მრავლობითი ჭრილობები სხეულზე ათი თვის წინ მიაყენეს. შემთხვევა თბილისში მოხდა და როგორც ზეზვას დედა ამბობს, ფაქტს პოლიცია იძიებს: „გულმკერდის არეშიც კი დაჭრილი იყო, ლამის სულ დაჩეხეს. მას შემდეგ სიარული არ შეუძლია. ვერც საავადმყოფოში დავტოვეთ სრული მკურნალობის კურსი რომ ჩატარებოდა, რადგან მაგდენი ფული არ გვქონდა“, – გვიყვება ნელი თოფურიანი.ზეზვა თოფურიანი საავადმყოფოდან სახლში ივლისში გაეწერა, თუმცა მას შემდეგ გადაადგილება არ შეუძლია. „ხერხემალი აქვს დაზიანებული, საავადმყოფოში დაწყებული მკურნალობის კურსი რომ დაასრულოს და ფეხზე დადგეს სულ 9 360 ლარი გვჭირდება“, – ამბობს ნელი თოფურიანი. ვიდრე ფეხზე გავლას შეძლებს, ზეზვას გარეთ გასასვლელად ეტლი სჭირდება: „სულ ესე ხომ ვერ ვიწვები, ეტლი რომ მქონდეს წამოვდგები, მეუღლე დამეხმარება და ჰაერზე გასვლას შევძლებ. იმედია, გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს ჩემს დახმარებას“, – ამბობს ზეზვა. თოფურიანებმა ზეზვას დასაფინანსებლად ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს. სამინისტრომ იგი 1 500 ლარით დააფინანსა, ბორჯომის მერიაში კი, როგორც თავად აცხადებენ, თანხის გამოყოფაზე უარი უთხრეს: „რეაბილიტაციის კურსებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთო გვითხრეს და დავრჩით ისე“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თოფურიანებს მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ: „წერილი უნდა შემოიტანოს და მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მზადაა შესაბამისი დახმარება გაუწიოს“. თოფურიანებს სოციალური დახმარება გასული წლის ნოემბერში დაენიშნათ. ოთხსულიან ოჯახში, თითო წევრი ყოველ თვეში 40 ლარს იღებს. ნელი თოფურიანი ამბობს, რომ მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და მეუღლის პენსიაა, რაც თვეში, ჯამში, 500 ლარს შეადგენს: „ეს ფული წამლებში არ გვყოფნის. სახლში ყველას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები გვაქვს. ინფარქტი გადავიტანე, სიარული მიჭირს. ჩემმა მეუღლემაც ტვინის ინფარქტი მიიღო ზაფხულში და იმის მერე ლოგინიდან ვეღარ დგება. რძალს ელენთა არ აქვს. წამალი რომ არ ვიყიდოთ ვერ ვიცოცხლებთ ვერცერთი. ამიტომ საჭმლის ფული აღარ გვრჩება. ზამთარში ხარჯებს შეშის ფულიც ემატება და გვიჭირს თავის გატანა“. ჯანმრთელობის პრობლემების გამო თოფურიანები მიწას ვერ ამუშავებენ, მათ არც საქონელი და ქათმები ჰყავთ, ამბობენ რომ მოვლას ვერ შეძლებენ. „ჩემი მეორე შვილი გვეხმარება ხოლმე როგროც შეუძლია, ის ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰაყვს სარჩენი და რაც შეუძლია ყოველთვის გვაძლევს“, – ამბობს ნელი თოფურიანი. [ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება