შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატი შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე: ‘პიროვნებას, ვისაც ვწერდი, არ ვიცნობდი’

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21339 
 11 თებერვალი 2019
დეპუტატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, რომ იგი პიროვნებას, ვისაც ფეისბუქით წერდა, არ იცნობდა: „ვწერდი, მაგრამ არ ვიცოდი 15 წლის იყო თუ არა. თავიდან მანდ სულ სხვა საუბარი იყო, მერე რაღაცები მიჭრეს, მოჭრეს და რაც უნდოდათ ის გამოაქვეყნეს“. სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინებით დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა 2018 წლის ნოემბერში გავრცელდა. ფოტოებში ჩანდა, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხებოდა, გოგონა წერდა, რომ ის 15 წლის იყო, დეპუტატი კი პასუხობდა: „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“. დეპუტატი აცხადებს, რომ მას არასრულწლოვანთან კონტაქტის დამყარების მცდელობა არ ჰქონია: „არანაირი ურთიერთობა არ მქონია მაგ პიროვნებასთან. იმის მერე [რაც სოციალურ ქსელში სქრინები გავრცელდა] გაქრა ეგ ფეისბუქის გვერდი. ეს ვიღაცამ შეგნებულად, ანგარიშსწორების მიზნით გამიკეთა, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცეს. ეჭვი მაქვს გარკვეულ პირებზე, მაგრამ ვერაფერს დავამტკიცებ, ფაქტები არ მაქვს და ამიტომ ვარ ჩუმად“. საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ ის ვინც მას 15 წლის გოგოთი გაეცნო, კაცი აღმოჩნდა: „საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიჭი მწერდა, როგორც ვიცი პოლიციამ დაკითხა კიდეც, მაგრამ არასრულწლოვანი აღმოჩნდა და სამართალდამცველები ვერაფერს აკეთებენ“. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დეპუტატმა მიმოწერის შესახებ აღიარა, თუმცა იმას, რომ ადრესატი არასრულწლოვანი ბიჭი აღმოჩნდა კატეგორიულად უარყოფენ: „ჯერ არ არის დადგენილი თუ ვინ წერდა დეპუტატს, ნამდვილად 15 წლის გოგო იყო ის, თუ ვინმე სხვა. ამიტომ მომხდარზე, შესაძლო გარყვნილი ქმედების მუხლით, ძიება ისევ გრძელდება". [თამუნა უჩიძე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება