შენახვა

გადაგზავნა

დაკომენტარება

"სულიკო 2019"-ის გამარჯვებული ქუთაისელი ნიცა კირვალიძე გახდა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/suliko-2019--is-gamarjvebuli-qutaiseli-nica-kirvalidze-gaxda 
 26 ოქტომბერი 2019

ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2019“ გაიმართა.
მუსიკალური ღონისძიების აღნიშვნა, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში ბიუსტის გახსნით დაიწყო. ვარინკა წერეთლის ბიუსტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ გახსნეს.

საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების პირველი პირები, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის შთამომავლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციული ფესტივალი, სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე გაგრძელდა. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.

მონაწილეთა შედეგებს, ცნობილი კომპოზიტორები და მომღერლები აფასებდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრან პრი, ვანის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, გუჯი ძაგნიძემ აიღო. პირველი ადგილი, ქუთაისის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ნიცა კირვალიძემ, მეორე ადგილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ნინო რამიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ჰარმონია“.

გამარჯვენულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ გადასცეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია