შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრომეთეს მღვიმეში 1 200 000 ლარის ღირებულების განათების სისტემა დამონტაჟდა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/prometes-mrvimeshi-axali-ganatebis-sistema-damontazhda 
 09 სექტემბერი 2019

საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  პრომეთეს მღვიმეში უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა დაყენდა, შეიცვალა ნათურებიც. ახალი განათება მეტად ეფექტურს ხდის ვიზიტორების მღვიმეში მოგზაურობას და ზიანს არ აყენებს მღვიმის უნიკალურ ინფრასტრუქტურას. 

განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. 

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. მღვიმეს ყოველწლიურად 200 000 ვიზიტორამდე სტუმრობს. ვიზიტორთა რაოდენობით პრომეთეს მღვიმე პირვველ ადგილზეა.  

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია