შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 20 აგვისტო 2019

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მერის მოადგილე ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრაზე ადგილზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, თუ სოციალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

დავით ერემეიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეებთან შეხვედრებს და დიალოგის რეჟიმში მოისმენს ყველა იმ საჭირო და პრობლემატურ საკითხს,  რაც მოსახლეობას აწუხებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია