შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტორპედოს" ქუთაისის მერიისათვის გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/torpedos-qutaisis-meriisatvis-gadabarebis-procesi-mimdinareobs 
 30 აგვისტო 2019

ნიუპრესის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ქალაქის მერიისათვის გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პროცესი დღეს ქუთაისში გრძელდება.

თუ ვის რა ვალდებულებები დაეკისრება,  მოგვიანებით გახდება ცნობილი.  ქუთაისის მერიაში აცხადებენ, განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.

ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" მფლობელი 2 წლის წინ გახდა, კლუბი ოფიციალურად  შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" შეიძინა, რომელიც  ჩაჩავას მამის სახელზეა რეგისტრირებული. 

 კლუბი თავდაპირველად  580 000 ლარად შეფასდა, თუმცა შემდეგ ფასი 300 000 ლარამდე შემცირდა, ასევე  ჩაიდო პირობა თანხის გადახდის ორწლიანი ვადით განწილადების შესახებ. 

როგორც ცნობილია, ჩაჩავამ ეს პირობა არ შეასრულა და კლუბის გამოსასყიდი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიხადა. 

ინვესტორს არც სხვა დაკისრებული პირობა შეუსრულებია.  კლუბში შექმნილმა  ფინანსურმა კრიზისმა "ტორპედო" დაშლის პირას მიიყვანა. 

 
 31 აგვისტოს "ტორპედო" შეხვედრას "ვით ჯორჯიასთან" გამართავს. მატჩი წყალტუბოში გაიმართება
 
 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია