შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შიდსის 5 ახალი, C ჰეპატიტის 1 726 შემთხვევა გამოვლინდა"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 30 სექტემბერი 2019

 2018 წელს  არასამთავრობო ორგანიზაციის  ჩართულობით,   აივ/შიდსზე, B და C ვირუსული ჰეპატიტებზე ტესტირება 6070-მა ბენეფიციარს ჩაუტარდა.  „ახალი გზა“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ორგანიზაციის კოორდინატორის ზაზა ქარჩხაძის განცხადებით, ორგანიზაციის

"როგორც ორგანიზაციის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადეს, ჩაატარებული ტესტირების შედეგად  აივ/შიდსის 5 ახალი შემთხვევა,  C  ჰეპატიტზე ტესტირების 1 726  ინფიცირებული შედეგად გამოვლინდა, რომელთა 70 % - ზე მეტი C  ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. 

"C  ჰეპატიტით დაავადებულ, ,,ახალი გზის“ 498  ბენეფიციარს დაუფინანსდა მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი,  მათ შორის პირველადი და შუალედური ანალიზები, რაც არ იყო გათვალიწინებული ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით, აღნიშნული აშესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის  FIND - ის ფინანსური მხარდაჭერით"-განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ.  

მისი თქმით, გარდა ამისა,  „ახალმა გზამ“ 400-მდე ბენეფიციარს გაუწია სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა.

„ახალი გზის“ საქმიანობის გეოგრაფიული არეალია იმერეთი, მცხეთა/მთიანეთი და თბილისი. მობილური ამბულატორიების გამოყენებით ამ რეგიონების ყველა რაიონისა და სოფლის მცხოვრებს მიუწვდება ხელი შეთავაზებულ მომსახურებაზე.  

 

 "ახალი გზა" 15 წელზე მეტია, მუშაობს სისხლით და სქესობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებების პროფილაქტიკაზე, როგორიცაა აივ/შიდსი, B და C ვირუსული ჰეპატიტები და სიფილისი. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია