შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საფრანგეთში ოზურგეთელი დავით ბეშიტაშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

დავით ბეშიტაშვილი, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ერთერთ კლინიკაში გუშინ ადრე დილით 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბეშიტაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის ზაფხულში მძიმე სენით დაავადებულმა დატოვა და საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა.

სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ ფრანგმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილს მშობლიურ ოზურგეთში დაახლოებით 10 დღეში გადმოასვენებენ.

დავით ბეშიტაშვილი ბოლო წლებში ოპოზიციის აქტივისტი, "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის ორგანიზაციის ბიუროს წევრი იყო.

"გურიის მოამბე" გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ტანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და მეგობრებს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია