შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა

საზოგადოება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2020

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია