შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჟვანიას სკოლასა და თავდაცვის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 10 სექტემბერი 2019

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. 

ჟვანიას სკოლის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში  მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს, კვლევებს, სასწავლო ტრენინგ-კურსებს.  სკოლის რესურსების გამოყენების საშუალებით ხელს შეუწყობენ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განვითარებას, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობადობის ამაღლებას. 

ჟვანიას სკოლა აგრძელებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით თავისი საქმიანობის გაფართოებას და სკოლის სასწავლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია