შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზესტაფონელმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 08 ნოემბერი 2019

ზესტაფონელმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა-  

 სპორტსმენს და მის გულშემატკივრებს წარმატებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ულოცავს. 

"მინდია ლილუაშვილი ასევე ზესტაფონიდან ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ვუსურვებთ მას კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!"-წერს ზვიად შალამბერიძე 

 საქართველოს სამბისტთა ნაკრები სეულში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც  7-დან 11 ნოემბრამდე გრძელდება. 

 მინდია ლილუაშვილი 68 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია