შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულის “ მეშახტეს“ მწვრთნელი ემშვიდობება

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 იანვარი 2020

ტყიბულის საფეხბურთო კლუბ ”მეშახტეს“ მწვრთნელი ლევან ჯოხაძე 2 წლიანი სამწვრთნელო საქმიანობის შემდეგ ტოვებს და გუნდს ემშვიდობება.

ოფიციალური ინფორმაცია რამ განაპირობა ლევან ჯოხაძის გუნდიდან წასვლა ამდროისთვის უცნობია. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა რის გამოც ფეხბურთელებისათვის ვერ მოხდება შესაბამისი სახელფასო ანაზღაურების გაცემა, რასაც ჯოხაძე არდაეთანხმა და გუნდი დატოვა.

აღსანისნავია რომ „მეშახტის“ მწვრთნელად ლევან ჯოხაძის დანიშვნის შემდეგ გუნდს ქვეყნის მაშტაბით ბევრი წარმატება ქონდა.

ლევან ჯოხაძის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli -ის ოფიციალური ფესიბუქგვერდი აქვეყნებს, რომელსაც “ოკრიბანიუსი” უცვლელად გთავაზობთ –

ლევან ჯოხაძე ტყიბულის “მეშახტე”-ს დაემშვიდობა!

– რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ქალაქის ხემძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლუბმა 2020 წლის სეზონში ბავშვებით იასპარეზოს

– წარმატებას ვუსურვებ „მეშახტე“-ს წლევანდელ ურთულეს „ლიგა 3“-ში

– ახლა კი ყველაზე მთავარი: მინდა მადლობა გადავუხადო და ქედი მოვუხარო „მეშახტე“-ს გულშემატკივარს, იმ სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ორი სეზონის განმავლობაში მათგან ვიგრძენი, მათი ასეთი დამოკიდებულება მაძლევდა ძალას და მოტივაციას გადამელახა ის რთული პერიოდები და შემესრულებინა ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანები
– ეს ხალხი იმსახურებს, რომ ტყიბულს ჰყავდეს კარგი გუნდი
– მადლობა გულშემატკივრებო და ტყიბულელებო
– მიყვარხართ!..
ლევან ჯოხაძე

გულშემატკივრების სახელით დიდ მადლობას ვუხდით ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტს იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენი საყვარელი გუნდისთვის ამ 2 წელიწადში გააკეთა!.
ლევან ჯოხაძის დამსახურებაა ის, რომ 2018 და 2019 წელს ტყიბულში ფეხბურთი არსებობდა
მადლობა და წარმატებები ლევან!
ტყიბულელი გულშემატკივრები

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია