შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინგლისური ენის შესწავლა ტყიბულელი მოსწავლეებისათვის

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2020

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში დაიწყო განაცხადების მიღება, ტყიბულელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის შესწავლის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „ა.(ა)ი.პ. ,,ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი”, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.

პროგრამა განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი,შეჭირვებული ოჯახებიდან და ხორციელდება საქართველოს 29 ქალაქსა და დაბაში.

თითოეულ ქალაქში/დაბაში შეირჩევა პროგრამის მონაწილე 25 მოსწავლე. შერჩეული 25 მოსწავლე გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს. ამას გარდა, პროგრამა გულისხმობს ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკის მოწყობას თითოეული სასწავლო წლის ივლისის თვეში.

კონკურსში მონაწილეთა აპლიკაციის ფორმა:

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 იანვარი. გადმოწერილი და შევსებული აპლიკაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, შეგიძლიათ მოიტანოთ TDDF-ის ოფისში, მისამართზე: ქ. ტყიბული, გელათის ქუჩა N20/18

ფოტო TDDF-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია