შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელს ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მასწავლებლებს ხელფასები, პენსიონერებს კი პენსია გაეზრდებათ

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

2020 წელს ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მასწავლებლებს ხელფასები, პენსიონერებს კი პენსია გაეზრდებათ.

მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები საშუალოდ 125 ლარით გაეზრდებათ. ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდა კი მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად გაგრძელდება.

ჯარისკაცების, მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასებზე 2020 წელს ჯამში ბიუჯეტიდან მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი.

2020 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ხელფასები 150 ლარით გაეზრდებათ საჯარო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს. აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში 140.0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება.

2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვ). ამ მიმართულებით 2020 წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ამასთან 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილია 280 მილიონ ლარზე მეტი.

2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება პენსიებიც. 1-ლი ივლისიდან კი დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია.

„ინტერპრესნიუსი“
www.interpressnews.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია