შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 დეკემბერი 2019

ახალგაზრდებმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ტყიბულში საქველმოქმედო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში მოეწყო მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფილმის ჩვენება, სამაგიდო თამაშების კონკურსი.

ასევე, ახალგაზრდებმა ტყიბულში სხვადასხვა ორგანიზაციებში შეაგროვეს შემოწირულობა. შემოსული თანხით შეიძინეს საკვები პროდუქტები, რომლებიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ გადასცეს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ ტყიბულელი სპორტსმენები- ძიუდოისტი ძმები ილია და შალვა სულამანიძეები. მათი შემოწირულობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ დაეხმარნენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა გოჩელაშვილმა განაცხადა, ფონდი საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას ყოველწლიურად მართავს. მისივე თქმით, ტრადიაცია არც წელს დარღვეულა და ახალგაზრდების მიერ მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად აქცია წელსაც გაიმართა.

ფონდი მადლობას უხდის ყველა იმ ადამინს ვინც საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწლეობა და გაიღო მცირედი შემოწირულობა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია