შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმერეთის ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი გოგონა გახდა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონი ქუთაისელი გოგონა 8 წლის ბარბარე აშოთია გახდა. შეჯიბრი 9 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა შორის გაიმართა, სადაც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ბარბარემ მის კატეგორიაში 9 ქულიდან 7,5 აიღო და პირველობა მოიპოვა.  ის 20 იანვარს  საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბარბარეს მწვრთნელებს ბატონებს, გია მენაბდეს და ბექა ახალაძეს. ბარბარეს თითოეული წარმატება მათი დამსახურებაა. ჩვენ ვეცდებით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვოთ“, - ამბობს ბარბარეს დედა თეონა მამრიკიშვილი.

ბარბარე აშოთია არაერთი პრიზის მფლობელია. მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილის თასი „c-open u-8 girls“ ჩემპიონი. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 7 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი, იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი მე-3 თანრიგოსან გოგონათა შორის პრიზიორი. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი. საქართველო ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის ელვისებური ჭადრაკი ჩემპიონი. ბათუმისა და ფოთის საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია