შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოწამეთის მონასტერთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია