შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო წილოსანი: "დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო კარგი სახეები შემოგვემატება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36643 
 01 მარტი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლანჩხუთისა და ჩოხატაური მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი „აიპრესთან“ საპარლამენტო უმრავლესობაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ გუნდი დატოვა ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა, „ქართული ოცნება“ აგრძელებს განვითარებას, პროგრესირებას

ნამდვილად გული მწყდება თითოეული ჩვენი გუნდის წევრზე, რომელიც ტოვებს და დატოვა ჩვენი რიგები. რაც შეეხება ე.წ. ძველი სახეების გასვლას და ე.წ. ახალი სახეების შემოსვლას, 2016 წელი ამის ნათელი მაგალითი იყო. გუნდი სრულად და ძალიან დიდი პროცენტულობით გადახალისდა. შესაბამისად, გვქონდა ძალიან მაღალი ნდობის ფაქტორი და კარგი შედეგები. ისევე როგორც ჩემი გუნდის სხვა წევრებმა განაცხადეს, მეც ვთვლი რომ ახალი და კარგი სახეების შემომატება ჩვენ გუნდში იქნება პოზიტიური მოვლენა.

მე ვფიქრობ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი უმრავლესობა ვართ და მესმის, რომ ზოგიერთ მათგანს შეიძლება რჩება უკმარისობის გრძნობა. კომუნიკაცია რაც არ უნდა იყოს, ყოველდღიურად დაძაბული რეჟიმის პირობებში უფრო მეტი გინდა, თუმცა ჩემი მოსაზრებით, ირაკლი კობახიძე ნამდვილად ახერხებდა ყურადღება მიექცია. თუმცა ყველას თავისი პოზიცია აქვს და მესმის მათი გულისტკივილი.

ეს მოვლენები გარედან უფრო დრამატულად ჩანს, ვიდრე რეალურადაა. მსგავსი პროცესები ჩვენს პარტიასაც არაერთხელ გაუვლია და ზოგადად პოლიტიკურ სივრცეს. ვფიქრობ, რომ ის რომ ჩვენი გზები გაიყარა, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ გააგრძელებს განვითარებას და პროგრესირებას. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ უფრო კარგი სახეები შემოგვემატება.

თქვენ ფიქრობთ, რომ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ახლების გუნდს (თქვენც ამ გუნდში მოიაზრებით) ხალხი დაგიჭერთ მხარს და პარლამენტში შეხვალთ?

ვერ გეტყვით კრებსითად, ვინ ვიქნებით და ვინ არ ვიქნებით 2020 წლის არჩევნებში. თუმცა მინდა გითხრათ, ამ დრომდე რამდენიმე არჩევნები გამოვიარეთ. ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, საპრეზიდენტო და ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, ყოველ ჯერზე როდესაც ამომრჩეველთან მივდივართ, ისინი ძალიან კეთილგანწყობილები და იმედით გვიღებენ და მაქვს იმედი, რომ ჩვენ მიერ განახლებული პროგრამით და მეტი გეგმებით მოსახლეობა დაგვიჭერს მხარს.

ავტორი: ირმა მესხია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია