შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში სამხატვრო სკოლა აშენდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36623 
 28 თებერვალი 2019
ოზურგეთში ახალი სამხარვრო სკოლა აშენდება-ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს სამხატვრო გალერეაში განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლის მშენებლობა მიმდინარე, 2019 წელს დაიწყება. 
 ოზურგეთის სამხატვრო სკოლა, რომელიც კინოს შენობის მეორე სართულზეა განთავსებული, წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. 
იქ არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე, ბოლო წლებში ყოფილი და მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არა ერთი განცხადება გაკეთებულა, თუმცა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. 
ცნობისთვის, დღეს  მ.ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, გურიის მხარის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშავრების VIII გამოფენა - კონკურსის პრეზენტაცია - " ზამთრის ვერნისაჟი" გაიმართა.

გამოფენა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 350-მა მონაწილემ, წარმოდგენილი იყო 500-მდე ნამუშევარი და გამარჯვებული გახდა 34 სკოლის მოსწავლე . გამარჯვებულებს კუთვნილი ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გადასცა და  დააანონსა რომ, 2019 წელს ოზურგეთში აშენდება "სამხატვრო სკოლა."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გურიის მოამბე

ალილო ოზურგეთში