შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 02 მარტი 2019
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად ვებგვერდზე www.tprize.ge  განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კონკურსანტთა შესარჩევი პროცესი დაიწყება. საუკეთესოს 18 წევრიანი  ჟიური გამოავლენს. ჟიურიში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები შედიან. 2019 წელს წინა წლებისაგან განსხვავებით მასწავლებლების წარდგენა სკოლების გარდა ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, წელს ნებისმიერ პირს, ექნება საშუალება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი. შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე გადაიხედება აპლიკაციები, მეორე ეტაპზე გამოვლინდება საუკეთეოს ათეული,  ხოლო მესამე ეტაპზე უკვე გამარჯვებული გამოვლინდება. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კონკურსი წელს მესამედ ტარდება. მისი ორგანიზატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის“. პროექტს მხარს უჭერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია