შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

6 კატეგორიის ფიზიკური პირი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36627 
 01 მარტი 2019

6 კატეგორიის ფიზიკური პირები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნულს “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი (რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია); ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობელი; დევნილი.

“კანონპროექტის მიღებით შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარება ქვემომოყვანილი თანხები, რომელთა ამოღება ამ ეტაპზე ისედაც პრაქტიკულად უპერსპექტივო ჩანს: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების (რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია) მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 26 086 სააღსრულებო საქმიდან – 16 940 271.34 ლარი;

ასაკით პენსიონერის (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 2 410 სააღსრულებო საქმიდან – 1 891 593.1 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 2 196 სააღსრულებო საქმიდან – 1 469 339.72 ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 1 215 სააღსრულებო საქმიდან – 666 381.21 ლარი;

მარტოხელა მშობლის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 134 სააღსრულებო საქმიდან – 54 568 ლარი;

დევნილთა მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 6 099 სააღსრულებო საქმიდან – 2 644 383.18 ლარი”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია