შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფანტაზიით გამოწერილი ჯარიმა, თუ პოლიტიკური შურისძიება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36639 
 01 მარტი 2019

ნაციონალური მოძრაობის, ოზურგეთის ორგანიზაციის თავჯდომარემ დავით მჟავანაძემ „გურიის მოამბე“-ს უამბო, რომ  რამოდენიმე დღის წინ დააჯარიმეს, როდესაც იგი თანმხლებთან ერთად კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. პატრულ- ინსპექტორმა მას ჯარიმა გამოუწერა,თუმცა ინსპექტორის გაცხადებული სიტყვა, შეუსაბამობაში მოვიდა, გამოწერილ ჯარიმის ფურცელში ასახულ ინფორმაციასთან, რის შემდეგაც, მან გაასაჩივრა აღნიშნული ფაქტი:

„მე და კახა ასკურავა ვმოძრაობდით კახეთიდან თბილისის მიმართულებით,ვბრუნდებოდით პარტიული ღონისძიებიდან. ამ გზის მონაკვეთზე საპატრულო ეკიპაჟმა ხმოვანი სიგნალით მოგვთხოვა ავტომობილის გაჩერება და მას შემდეგ რაც საბუთები წარვადგინე, გვითხრეს რომმ ჩემს თანამგზავრს ღვედი ეკეთა,მაგრამ დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები,რომ ღვედს და სხეულს შორის ხელი ჰქონდა ჩადებული.გამოწერა საჯარიმო ქვითარი 40 ლარიანი, სადაც მითითებული იყო, ღვედის გამოუყენებლობა,რაც რეალურად არ შეესააბამებოდა მისივე განმარტებას.

მივმართე საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურს და მოვითხოვე ჯარიმის გაუქმება,რაზეც მივიღე უარი,იმ მოტივით რომ ეკიპაჟის ორივე წევრს ქონდა წერილობითი განმარტება რომ, არ ეკეთა ღვედი თანმხლებს, რაც ეწინააღმდეგებოდა პოლიციელის პირველ განმარტებას. მათ განმისაზღვრეს, თუ არ ვეთანხმებოდი გადაწყვეტილებას,უნდა მიმემართა რუსთავის სასამართლოსთვის,რაც მოქალაქის უფლების უხეში დარღვევაა,რადგან მაქვს  უფლება , საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღსრულდეს სამართალი.

ამით გამოდის რომ ხელისუფლებას, ყოველთვის შეუძლია შეავიწროვოს მისთვის მიუღებელი პირები. მათთვის ცნობილი იყო, რომ მე პარტიული ღონისძიებიდამნ მოვდიოდი. ასეთი მეთოდებით ისინი ცდილობენ პრობლემები შეუქმნან მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირებს,ასევე ამ მავნებლური მეთოდით ცდილობენ ბიუჯეტის შევსებას, რადგან ქვეყანაში არ ვითარდება ეკონომიკა და ცდილობენ ეს ჩამოქცეული ეკონომიკა შეინარჩუნონ და ამის გამო უამრავ პატიოსან ადამიანს უწევს პურის ფულის საკუთარი ჯიბიდან ბიუჯეტის შევსება.

სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის რეფორმების შედეგად შექმნილი პოლიცია, რომელიც გამოირჩეოდა საზოგადოების მაღალი ნდობით, გადააქციეს მილიციად.

მივმართე ოზურგეთის სასამართლოს შუამდგომლობით, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედბვით შემძლებოდა აღნიშნული საქმის გასაჩივრების უფლება.სასამართლომ მიიღო წარმოებაში ჩემი საქმე და ველოდები სასამართლო პროცესს"- განაცხად მჟავანაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია