შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ეკასა და ბიძინას შორის დაპირისპირება, მე უფრო თამაში მგონია“ - გივი სიხარულიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36656 
 02 მარტი 2019

„ქართულ ოცნებაში" მომხდარ განხეთქილებასთან დაკავშირებით მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს შიდა სიტუაცია არეული აქვს, რაც საზიანოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად პარტიისთვისაც და მიიჩნევს, რომ გამოსავალი სწორად გადადგმულ ნაბიჯებშია.

„ვფიქრობ, რომ ერთსულოვნად უნდა შეიკრან. თუ ასე არ იქნება, მაშინ არ იქნება საშველიც. საჭიროა ხალხის ამბების გაზიარება, ეროვნული ინტერესების დაცვა, ოპოზიციასაც და პოზიციასაც თავისი თავი კი არა, ჯერ სამშობლო უნდა უყვარდეს", - აცხადებს სიხარულიძე.

მსახიობი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლეჩილი გუნდის დაბალანსებას ცდილობს და რომელიმე ჯგუფის მიმართ მის მიკერძოებულობაზე საუბარი აბსურდულია.

„ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და არ მგონია უნდოდეს პარტიის დაშლა. თუმცა, მისი მოქმედებები გაფრთხილებას შეიცავს ორივე ჯგუფის მიმართ და ეუბნება, რომ მე ვიქნები იქ, სადაც სიმართლეა", - განაცხადა სიხარულიძემ.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ „ოცნებაში" რეალურად არავითარი კრიზისი არ არის და მხოლოდ შიდაპარტიული დაპირისპირების იმიტაცია ხდება.

„არ მგონია, რომ ეკასა და ბიძინას შორის დაპირისპირება იყოს, მე უფრო თამაში მგონია. ეკა ბესელია ივანიშვილზე უნდა ლოცულობდეს იმიტომ, რომ ბიძინამ მას ძალიან ბევრი რამ გაუკეთა.იმის გამო, რომ თანაგუნდელთან რაღაც ვერ მოილაპარაკა, ასე თავაღებით ივანიშვილის წინაარმდეგ წასვლა მე მართებულად არ მიმაჩნია", - აცხადებს გივი სიხარულიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია