შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რითი ჯობიხართ სააკაშვილს ?" - გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36657 
 02 მარტი 2019

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფრით არ სჯობია სააკაშვილის ხელისუფლებას. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული ეუთოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა, „ეუთოს რაც უწერია ამ დასკვნაში, აქ პირდაპირ გამომცხვარი ბრალდებებია, მარტო ბორკილების დადება უნდა, მეტი არაფერი“. ამ პირობებში კი, იგი ეკითხება „ქართულ ოცნებას“: „რომელი არჩევნები ჩაატარეთ უკეთ, ვიდრე ჩაატარა სააკაშვილმა და რას ერჩით მერე ამ სააკაშვილს?“

„მათ [ნაციონალურ მოძრაობას] მეტი თანამებრძოლობის ნიშანი ჰქონდათ იმიტომ, რომ რევოლუციურ ბარიკადებზე იყვნენ ნამყოფი - ეგრე არ იყო?! სხვადასხვა პოლიტიკურ ბრძოლებში იყვნენ გამოვლილი ეს „ოცნება“ კი... არიან თუ არა ისინი თანამებრძოლები? სად იბრძოლეს ერთად? 2012-ში ბიძინამ უთხრა მათ: მოდით ჩემთან და მე გაგიყვანთ ხიდს იქითო და გაიყვანა, ხომ ასეა? მაგრამ მანამდე სად იყვნენ? ეკა ბესელია რომ იძახის გუნდიო. ქალბატონო ეკა, რომელ გუნდში იყავით მაშინ? სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რანგში, სხვადასხვა ადამიანების გვერდით გვევლინებოდნენ ესენი ყოველთვის. ანუ, თანამბერძოლები ერთმანეთის ესენი არ ყოფილან. ერთად არ უომიათ, ერთად არ უბრძოლიათ, ერთად ბარიკადებზე არ მდგარან. საარჩევნო კამპანია 2012 წელს არანაირი ექსცესებით არ წარმართულა და არც არანაირი საფრთხის წინაშე არ იდგა არც ერთი, არც დაჭერები მოჰყოლია ამას და არც თავ-პირის მტვრევები, ხომ ასეა?

ახლა ვნახოთ მეორე ნიშანი, თანამოაზრეობის. როგორი თანამოაზრეები არიან ერთმანეთის? თუ აქვთ რაიმეში კონცეფცია? მაგალითად, პირველი თუ მეორე ფაზა იყო სასამართლო რეფორმის და გამოაცხადეს ზარზეიმით, რომ ჩვენ უვადოდ ვნიშავთო მოსამართლეებს და ახლა ამ უვადოზე დახოცეს ერთმანეთი. ანუ არიან თანამოაზრეები? თანამოაზრეები კი არა თანამტრები არიან.

ახლა ავიღოთ ეკონომიკა. ამ კუთხთ რა კონცეფცია აქვთ? 7 წლის განმავლობაში 4 მთავრობა შეიცვალა - ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კვირიკაშვილის და ახლა მეოთხეა ეს, ბახტაძის. 4 მთავრობა და ოთხივეს სხვადასხვა კონცეფცია აქვს. არ გახსოვს, განათლების მინისტრი, ვაშლების თეორია შემოიტანა. მოვიდა ეს განათლების მინისტრი, გამოცდები მოხსნა. ვინ ხართ ხალხო თქვენ? რა თანამოაზრეები ხართ? თანამოაზრეები კი არ ხართ, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები ხართ, თუ ძალიან გაინტერსებთ, ხალხის მოწინააღმდეგეები ხართ. ახლა, ერთი მითხარით, ვინ არის ამათი იდეოლოგი? თალაკვაძეა იდეოლოგი? თვითონ არ იცის იდეოლოგია რა არის, ამ ბავშვმა. რასაც მეტს ილაპარაკებენ და საუბრობენ, იმდენ მეტ სისულელეს ამბობენ. იმას რომ ვუყურებ, იმ მდინარაძეს, პოზას რომ იკავებს გენიოსურს და ლაპარაკობს არასერიოზულ რაღაცებზე, შე დალოცვილო, სარკის წინ მაინც დადექი და ივარჯიშე, როგორ თქვა, რა თქვა, იმიტომ რომ, იდეოლოგია არის ღერძი ყველა იმ მსოფლმხედველობის, რაც სახელმწიფოს მომავალში აქვს დაგეგმილი.

უსაფრთხოების კონცეფცია არ ვიცით რა არის; ეკონომიკის კონცეფცია არ ვიცით რა არის; მართლმსაჯულების კონცეფცია არ ვიცით რა არის, არაფერიც არ ვიცით. განათლების კონცეფცია არ ვიცით, დიპლომატიური კონცეფცია არ აქვთ და ჰოდა, ამიხსნას ვინმემ რა გუნდია ეს. თქვენ გუნდს რომ ირქმევთ, სად იღებთ გადაწყვეტილებებს. არა ხართ გუნდი. თქვენ გყავთ ერთი ხელმძღვანელი, ის არის გუნდიც, ის არის პერსონაც, ის არის ლიდერიც, ის არის ყველაფერი. აბა ერთი გაბედეთ და შეეწინააღმდეგეთ იმას, ნახავთ რა გუნდი ხართ მერე. ამიტომ აკრძალეთ ეს სიტყვა - გუნდი. თქვენ სიტყვა გუნდს სპეკულანტურად იყენებთ. არა ხართ გუნდი და ნუ იბრალებთ, რომ რაიმეს გუნდი ხართ... არაფრის გამკეთებელი უკეთესად არა ხართ იმიტომ, რომ არ იცით... ნელ-ნელა კი ქართულ სახელმწიფოს ეთხრება ძირი“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა არჩევნები და „ქართული ოცნების“ მიერ 2018 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები შეადარა. როგორც მან აღნიშნა, „ეუთოს რაც უწერია ამ დასკვნაში, აქ პირდაპირ გამომცხვარი ბრალდებებია, მარტო ბორკილების დადება უნდა, მეტი არაფერი“.

"ამათ რამეს რომ ეტყვი, სწყინთ. ყველაფერი სწყინთ. ავიღოთ სააკაშვილის პერიოდი. რატომ გწყინთ, გვიპასუხეთ. დაახლოებით გეტყვით. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები და 2012-ს აღარ ვამბობ, 6 არჩევნები და გვანახეთ, სად დაიდო ეუთოს მიერ ის დასკვნა, რომელიც ახლა დაიდო თქვენ არჩევნებზე. ანუ, რითი ჯობიხართ სააკაშვილს, გვითხარით, გვიპასუხეთ, დოკუმენტურად გვიპასუხეთ. რომელი არჩევნები ჩაატარეთ უკეთ, ვიდრე ჩაატარა სააკაშვილმა და რას ერჩით მერე ამ სააკაშვილს? ეუთოს რაც უწერია ამ დასკვნაში, აქ პირდაპირ გამომცხვარი ბრალდებებია, მარტო ბორკილების დადება უნდა, მეტი არაფერი. და რომ გამოდიხართ, ანტი-მიშას გაიძახით, არ ვარგოდაო, ეს ვარგაა, 2018 წლის არჩევნების შეფასები რაცა გაქვთ?“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია