შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩოხატაურის მერი შესაძლოა, დაიჭირონ" - მასალები უკვე პროკურატურაშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36665 
 02 მარტი 2019

ჩოხატაურში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  50 ათას ლარზე მეტის  გაფლანგვა დაადგინა. მასალები უკვე პროკურატურაშია. ირკვევა, რომ მერია კერძო კომპანიებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოს უკვეთავდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ, იაფიანი მასალებით სრულდებოდა.

აუდიტორების დასკვნით, ჩოხატაურში განხორციელებული, თითქმის, არცერთი პროექტი არ ფუნქციონირებს. მაკონტროლებელმა უწყებამ იმ ობიექტების 10-მდე მაგალითი მოიყვანა, სადაც სამუშაოები ჩატარდა, ბიუჯეტის ფული დაიხარჯა, შედეგი კი არ დადგა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოფელი ბუკისციხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩოხატაურის მერიამ 50 ათას ლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ის დაზიანებულია.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია