შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ირაკლი კობახიძეს თავის ჩრდილის ეშინია" - ელისაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36655 
 02 მარტი 2019

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის სკამს გაცვეთს თუ სადღაც ორღობეში ტაბურეტზე იჯდება, არ მაინტერესებს, რეალურ პრობლემებზე გველაპარაკოს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად დადგმული უწოდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა იმ უმოქმედობისთვის, რის გამოც მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა.

„ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ თვალებჩაწითლებული და აქვითინებული რომ იყო, ნაცარი რომ ჰქონდა თავზე დაყრილი და ბოდიშებით რომ გველაპარაკებოდა, ერთი წელი მომეცი და პრობლემებს მოვაგვარებო, რამდენი გავიდა? 4-5 თვე ხომ გავიდა. ეს არის პრობლემების მოგვარება?! შემოგვთავაზა უნიჭო სპექტაკლი, როგორ წავიდა და როგორ გაჰყვა დანარჩენები. ეს არის პრობლემების მოგვარება?!

ბესელიაც და მასთან ერთად წასულებიც სხვები ურტყამენ კობახიძეს. ეკა ბესელიამ ძალიან სასაცილო რაღაც თქვა - ამ პროცესების მმართველი არის კობახიძეო. კობახიძეს თავის ჩრდილის ეშინია, რა პროცესების მმართველია?! ვერც ერთი ბედავს, რომ ივანიშვილი ახსენოს.

ივანიშვილს ახლა სჭირდება სეირები, რომ ხალხი გაართოს. ეს ხალხი ქვეყანას მიათრევს უფსკრულში. ვერც ერთი რეალური პრობლემის მომგვარებელი ის ვერ არის, რადგან ვერ გრძნობს ხალხს რა პრობლემა აქვს. თვითონ აქვს დარდი ზვიგენებს აჭამოს და ზებრებს მოუაროს, ბესელია იქით გაიყვანოს და გამოიყვანოს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსში".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია