შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21603 
 02 მარტი 2019
ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის, რაც უზრუნველყოფს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ. პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: დოს წვნიანი [Video]