შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში 4 მარტიდან გამოიდარებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36674 
 03 მარტი 2019

4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-3 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია