შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36675 
 03 მარტი 2019

მშო­ბე­ლი შვი­ლის­თვის ფა­რია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მზა­დაა გა­და­ე­ფა­როს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი, ჯო­ბია ბავ­შვი თა­ვად მი­ეჩ­ვი­ოს თა­ვის დაც­ვას და ყო­ველ­თვის დე­დის კალ­თის იმე­დი არ ჰქონ­დეს. რა უნდა ჩა­უ­ნერ­გოთ ბავ­შვს, რათა თა­ნა­ტო­ლებ­მა არ და­ჩაგ­რონ.

1. არა­ვის მის­ცე შენი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბა. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა გა­გა­კე­თე­ბი­ნოს ის, რაც შენ არ გინ­და, და­გე­მუქ­როს ან ტკი­ვი­ლი მო­გა­ყე­ნოს. თუ რო­მე­ლი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თავი არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძე­ნი, გა­მო­ხა­ტე ეს სი­ტყვით ან მოქ­მე­დე­ბით და ეცა­დე შეც­ვა­ლო ეს ვი­თა­რე­ბა.

2. თა­მა­მად გა­მოთ­ქვი აზრი. რაც ფიქ­რობ, რომ გე­კუთ­ვნის, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხო­ვე.

3. ყო­ველ­თვის

უკე­თე­სის იმე­დი გქონ­დეს (ას­წავ­ლეთ ბავ­შვს კარ­გის და­ნახ­ვა, ნუ "ჩა­ციკ­ლავთ" ნე­გა­ტივ­ზე. ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი უფრო მარ­ტი­ვად აღიქ­ვამს ცხოვ­რე­ბას, თა­ვის­კე­ნაც და­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს იზი­და­ვენ).

4. უფ­ლე­ბა გაქვს, გქონ­დეს შენი აზრი (ბავ­შვს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცეთ, რათა უცხო გა­რე­მოც­ვა­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა შეძ­ლოს და აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ის­წავ­ლოს, შეძ­ლოს სა­უბ­რის გა­მარ­თვა. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თავ­და­ჯე­რე­ბას შე­მა­ტებს).

5. ჩხუ­ბი არ არის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. უფრო ხში­რად ამ­წვა­ვებს სი­ტუ­ა­ცი­ას. სი­ტყვა უკეთ აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მებს.

6. არ აჰ­ყვე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც და­ცინ­ვა უყ­ვართ ან სუსტს ჩაგ­რა­ვენ.

7. არა­სო­დეს შე­გე­შინ­დეს თქვა "არა". ბავ­შვმა უნდა იგ­რძნოს, რომ არ­ჩე­ვა­ნი აქვს, რომ ყო­ველ­თვის აქვს აზრი მის "არას". ეს პირ­ველ რიგ­ში, ოჯახ­ში უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს.

8. როცა გჭირ­დე­ბა, თა­მა­მად ითხო­ვე დახ­მა­რე­ბა (ას­წავ­ლეთ ბავ­შვს, რო­გორ მო­ი­თხო­ვოს დახ­მა­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებს უნდა მი­მარ­თოს).

9. სპორ­ტს მიჰ­ყე­ვი. სპორ­ტი, მით უმე­ტეს, თუ გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბიც ახ­ლავს, ზრდის თავ­და­ჯე­რე­ბას და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნას. სპორ­ტი ავი­თა­რებს მოთ­მი­ნე­ბა­სა და ამ­ტა­ნო­ბას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება