შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერიისა და სამხედრო გაწვევის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30353 
 05 მარტი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამშრომლებს პირველი მარტიდან ხელფასი გაეზარდათ.


მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ანაზღაურების გაზრდა სახელფასო ფონდიდან მოხდა.
„ხელფასი გაეზარდათ მესამე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტებს. სამხედრო გაწვევის ათ და მერიის სამ თანამშრომელს. ამ თვიდან მათი ანაზღაურება 650 ლარის ნაცვლად, დარიცხული 750 ლარი იქნება. აღნიშნული ცვლილება არსებული გეგმით გათვალისწინებული სახელფასო ფონდის ფარგლებში მოხდა.“


მისივე თქმით, მიმდინარე წელს მერიაში ხელფასების ზრდა აღარ იგეგმება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია