შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში სოფელ ნიჯგორთან კლდე ჩამოიშალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21605 
 02 მარტი 2019
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორის შესასვლელში კლდის ნაწილი დღეს, ორ მარტს დაახლოებით 18:15 საათზე ჩამოიშალა, რამაც მოძრაობა შეაფერხა და გზის ორივე მხარეს საცობი შექმნა. "ჩვენ ძლივს გავედით, ათობით მანქანაა გაჩერებული, ვერ გადიან ეშინიათ, რომ კლდე კიდევ არ ჩამოიშალოს",–გვითხრა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველიძის თქმით, რამდენიმე წუთში ადგილზე მძიმე ტექნიკა მივა და გზის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს –"კლდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, მოძრაობა შეაფერხა, თუმცა მანქნაების ნაწილი გასვლას მაინც ახერხებს. ბუნებრივი პირობებით არის ეს ყველაფრი გამოწვეული და ვერ გეტყვით ჩამოშლის საშიშროება იქნება თუ არა".[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება