შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როცა ხუთი შვილის დედა ხარ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21606 
 03 მარტი 2019
39 წლის ეკატერინე კუტალოვს მეხუთე შვილი, ანასტასია ერთი თვის წინ შეეძინა, უფროსი ნანა კი 11 წლისაა. დილით 09:00 საათამდე ოჯახში ყველა იღვიძებს. ბაშვები სკოლაში და ბაღში მიდიან. ანასტასიას დაბადებამდე, ეკა „ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და მთელ დღეებს ბავშვებთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდა: „ყოველდღიური საქმე დამღლელია, მაგრამ ადვილად ვართმევ თავს, ყველაზე რთული ბავშებთან ურთიერთობაა, ყველას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, ვინმესთან მეტი ან ნაკლები არ უნდა მოგივიდეს“. ეკას ბავშვების გაზრდაში დედა ეხმარება, რადგან მეუღლე სამუშაოდ, დაახლოებით, ერთი თვის წინ პოლონეთში წავიდა: „სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მრავალშვილიან დედებზე, ეხმარებოდეს და ახალისებდეს მათ. შვილებს სახელმწიფოს იმედად არავინ აჩენს ბუნებრივია, მაგრამ პატარებს უამრავი რამ სჭირდებათ, რასაც ზოგჯერ ვერ წვდები“. ეკას ბავშვების გაზრდაში ხშირად დედასთან ერთად უფროსი გოგო, 11 წლის ნანაც ეხმარება: „ერთმანეთს ეხმარებიან, საჭმელსაც აკეთებენ და ალაგებენ კიდეც, როცა მე არ ვარ სახლში“. ხუთი შვილი ჰყავს თეკლა შეშაბერიძესაც, უფროსი ნინო 15 წლისაა, უმცროსი დემეტრე კი ორის. თეკლა საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, თუმცა ვიდრე დილით სამსახურში წავა, ყველა შვილისთვის განსხვავებული საუზმის მომზადებას ასწრებს. პატარა დემეტრეს დედამთილთან ტოვებს და შუადღემდე სამსახურშია: „სახლში მოსულსაც შინ საბავშვო ბაღი მხვდება“, – ამბობს სიცილით და ამატებს, რომ შესაძლოა მთელი დღე ისე დაღამდეს, რომ დაჯდომა ვერც კი მოასწროს. თავს ყველაზე მშვიდად მაშინ გრძნობს, როდესაც ბავშვები მეცადინეობენ, ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი მილაგებულია, სადილი გამზადებულია და შეუძლია დაისვენოს. ისევე როგორც ეკა, თეკლაც სახელწმიფოს მხრიდან მრავალშვილიანი დედების დახმარებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთ ქალებს მცირდეით მაინც უნდა ახალისებდეს. საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება. 3 მარტი დედის დღედ 28 წლის წინ დაწესდა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია