შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21610 
 03 მარტი 2019
დღეს, სამ მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები კლინიკა „იმედსა“ და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ, მათ სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ახალშობილების დედებს, დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები, ასევე პატარებისთვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.ახალციხის მერიამ საჩუქრებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 ლარი დახარჯა.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ამ დღესთან დაკავშირებით, 96 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავს საჩუქრად 150 ლარი გადასცა.როგორც ბორჯომის მერიაში ამბობენ, სოციალური პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე წელია მოქმედებს. მისი მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.ბორჯომის მერია, ასევე ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ფულადი თანხით ეხმარება, როგორც მერიაში განმარტავენ, მათ აქვთ შეღავათები როგორც ელექტრო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. ოჯახის წევრებისათვის უფასოა ასევე მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით.რაც შეეხება, სხვა მუნიციპალიტეტებს დედის დღესთან დაკავშირებით მსგავსი სახის ღონისძიება არ გაუმართავთ.დედის დღედ, სამი მარტი 1991 წლიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა, რომელიც ამავე წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ცხოვრება ავარიულ სახლში

საზოგადოება