შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერძენიშვილი: ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36712 
 05 მარტი 2019

"დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი "ქართულ ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხს.

როგორც "ნიუპოსტს" ბერძენიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, "ოცნების" თავმჯდომარეს შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს: 

"ღარიბაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში. ის თადარიგის ოფიცერია. მოსალოდნელი იყო მისი დაბრუნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მოყოლებული უფრო ეყრდნობა, მონაციონალისტო, მოყავისფრო ძალებს. 

ივანიშვილი იმეორებს გვიანდელი შევარდნაძის, ლამის ყველა ნაბიჯს და ისევე დაამთავრებს, როგორც შევარდნაძემ დაასრულა"-აცხადებს ბერძენიშვილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია