შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეროვნული საქართველოს" წევრებმა სხდომის დარბაზი დატოვეს

 06 მარტი 2019

“ევროპული საქართველოს” წევრებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ “ეროვნული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა და ბოიკოტის მიზეზებზეც ისაუბრა.

„იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ, ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას. იმის გამო, რომ ამისთვის დღეს არავინ დასჯილა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეობზეა აღბეჭდილი. ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურში წინ წამოწია პროპუტინული ძალები და დაიწყო დაშინების კამპანია, ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი, თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ, მისი პირველივე ნაბიჯები კი იყო საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელება, „ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას და არ დაესწრება ამ სხდომას“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდის. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია