შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში წითელას შემთხვევებმა იკლო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37222 
 06 მარტი 2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთის რეგიონში იანვრიდან დღემდე წითელათი ინფიცირების 231 შემთხვევა დაფიქსირდა.

განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასულ კვირას 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც წინა კვირებთან შედარებით ნაკლებია.
,,წითელათი დაავადების რიცხვმა იანვრიდან და დეკემბრიდან დაიწყო მატება. წლის დასწყისიდან დღემდე კახეთის რეგიონში 231 შემთხვევა დაფიქსირდა. წითელათი დაავადების რიცხვი ბოლო რამდენიმე კვირაა კლებულობს. მაგალითად: ორი კვირის წინ 39 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირას კი 20. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი, 80 შემთხვევა საგარეჯოში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე მოდის გურჯაანი და შემდეგ თელავი 25 შემთხვევით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც 23-დან 29-მდე შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება აცრებს, კახეთში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 8086 მოქალაქე. აქედან ყველაზე მეტი 2 223 ადამიანია აცრილი თელავის მუნიციპალიტეტში’’,– განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
თვითმართველობა
ახალი ამბები