შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტაში სოციალური მიმართულებით თებერვლის თვეში 37 449 ლარი დაიხარჯა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37263 
 07 მარტი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის თებერვლის თვეში 37 449 ლარი გაიხარჯა.
როგორც Knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა სოციალური პროგრამის სხვადასხვა მიმართულებებზე ადგილობრივ ბენეფიციარებზე გაიცა.
,,თებერვლის თვეში სულ გაიხარჯა 37 449 ლარი, კერძოდ: პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 13 ოჯახზე გაიცა 2 100 ლარი, უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება -1 პირზე გაიცა 150 ლარი, 95 წელს გადაცილებულ ორ ხანდაზმულზე გაიცა- 200 ლარი, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 2 ბენეფიციარის ტრანსპორტირებაზე – 1 000 ლარი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს-7 ბენეფიციარს დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 700 ლარით. გარდა ამისა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 24 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 5 866 ლარის ღირებულების მედიკამენტები”,- განუცხადეს knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა ასევე გაიცა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეც.

,,ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 56 ბენეფიციარს – 24 458 ლარით, ,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 5 ბენეფიციარი 1 975 ლარით”,– განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია