შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის 14 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37266 
 07 მარტი 2019

ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტებისთვის თანხა ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” გამოიყოფა.
,,2019 წელს ,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” ქალაქ გურჯაანსა და 14 სოფელში დაგეგმილია შიდა და საუბნო გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება, სპორტული დარბაზების და მინი მოედნების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაკეთება,ადმინისტრაციული შენობა- ნაგებობების რეაბილიტაცია, გურჯაანის საჯარო სკოლების, ბაღების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის რეაბილიტაცია და სტიქიის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია